სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს
დაბადებული ბ.ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს
ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა, ბრალდებულის
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ნაგანის“ სისტემის 2 რევოლვერი და 13
ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე
მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები