რეგიონი
გარემოვაჭრეების ნაწილი შესაძლებელია მერიის მოთხოვნას არ დაემორჩილოს (ვიდეო)
ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ გააფრთხილეს. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ბაზრის გარეთ მოვაჭრეებს შესაბამისი დადგენილება გააცნეს და თვითნებურად დაკავებული ტერიტორიების დაცლისკენ მოუწოდეს. აღმასრულებელი ორგანო გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში მასშტაბური ღონისძიებების გატარებას გეგმავს.

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების ნაწილი აღნიშნულ აკრძალვას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ არსად გადასვლას არ აპირებს. ისინი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე უარს ამბობენ.

,, ალტერანტიულ ფართზე უარს ვამბობთ, რადგან ჩვენი საქონლით ბაზრობაზე რეალიზებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ გავუწევთ, შესაბამისად ფართის გადასახადს ვერ გადავიხდით,’’- აღნიშნა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.



კეიდიას ქუჩაზე განლაგებული მაღაზიის მეპატრონეები კი ამბობენ, რომ კანონს დაემორჩილებიან, მაღაზიის გარეთ განლაგებულ საქონელს შიგნით შეიტანენ და სავალ გზას გაანთავისუფლებენ.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გარევაჭრობის რეგულირების წესთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გაიმართა, ის საკრებულოს წევრების ინიციატივით მოეწყო. შეხვედრას გარემოვაჭრეების ნაწილი დაესწრო. ერთ-ერთი გარემოვაჭრე ამბობს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე, მათ ვაჭრობისთვის ადგილის მოწყობას დაპირდნენ.

,,ყველაფერს გაგიკეთებთო და დაგეხმარებითო, კონსტრუქციების დამონტაჟებას დაგვპირდნენ სიტყვიერად, მაგრამ ახლა გვიკრძალავენ აქ დგომას, სხვაგან გადადითო.. ქალაქის ცენტრში ხომ არ ვართ, აგერ ვართ ჩხოუშიის პირას,’’- თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

თავისმხრივ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ნუკრი ესართიამ რადიო ,,ათინათთან’’ საუბრისას აღნიშნა, რომ მერია გარემოვაჭრეებს კონსტრუქციების აშენებას არ დაპირებია, მისივე თქმით, მერია მხოლოდ ალტერნატიულ ფართს სთავაზობდა მათ.




,,ჩვენი სამსახური არავის არაფერს არ დაპირებია, შეთავაზება იყო მხოლოდ ერთი- ალტერნატიული ფართი. ვინც დაპირდა იმათ დაუკავშირდით,‘- თქვა ესართიამ.

საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუა ამბობს, რომ საჯარო შეხვედრა მათი ორგანიზებით გაიმართა და მათი მიზანი იყო მერია და გარემოვაჭრეები შეთანხმებამდე მისულიყვნენ, რაც მისივე თქმით, საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა.

,,ჩვენ ვთავაზობდით მერიას შუალედურ გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, რომ გარემოვაჭრეებისთვის დამონტაჟებულიყო კონსტრუქციები, თუმცა მერიამ მოულოდნელად საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი გაიტანა და გარე ვაჭრობის რეგულირება დაამტკიცა,’’- განაცხადა ქოჩუამ.

საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილების მიხედვით, გარე ვაჭრობა ქალაქის 15 ქუჩაზე აიკრძალება, თუმცა, ყვავილების, სუვენირების, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გასაყიდად მოწყობილობების დადგმისთვის ნებართვა გაიცემა. მერიაში აცხადებენ, რომ რეგულაციის მიზანია ქალაქ ზუგდიდის იერსახის შენარჩუნება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.