აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მერიასთან გვირგვინი მიიტანეს (ვიდეო)
14:30 / 22.05.2017
ზუგდიდის მერიასთან ქალაქისა და თემის შესაძლო გაერთიანებასთან
დაკავშირებით გამართული აქცია, რომელიც თენგიზ ჯგუშიამ
თანამოაზრეებთან ერთად
გამართა, დასრულდა. მათ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის
შესაძლო ჩამორთმევა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და საკრებულოს წევრებს
მოუწოდეს, მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ საკითხს. აქციის მონაწილეებმა
საკრებულოს სხდომაზე დასწრება და პერმანენტული აქციები დაანონსეს.
„ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხის ნდობა ძალაუფლების სრული
კონცენტრაციით დაიბრუნოს და მოახდინოს ხელისუფლების ცენტრალიზაცია.
წაართვას ადგილობრივებს თვითმმართველობა“, - განაცხადა
ჯგუშიამ.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა გამგებლის ყოფილი მოადგილე, „პატრიოტთა
ალიანსის“ წევრი გურგენ სართანიაც.
„ქალაქსა და რაიონს სხვადასხვა პრიორიტეტი აქვს. სამი წლის
წინ მერია შეიქმნა, დასაქმდა ხალხი, გამოდის, რომ ეს არამიზნობრივი
ხარჯვა იყო ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანები სამსახურის
გარეშე რჩებიან“, - აღნიშნა სართანიამ.
აქციის მონაწილეებმა მერიასთან სიმბოლურად გვირგვინი იმის
აღსანიშნავად მიიტანეს, რომ, მათი თქმით, საკრებულოს წევრების მიერ
მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ქალაქის სტატუსების გაუქმების
შესახებ მათი მხრიდან ზუგდიდის, როგორც თვითმმართველი ქალაქის,
დასამარებას ნიშნავს.
მათ მოგვიანებით ზუგდიდის გამგეობისკენ გადაინაცვლეს, სადაც
საპროტესტო აქცია დასრულდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები