„საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს
გერმანიის მოქალაქე სამეგრელო - აფხაზეთის ადმნისტრაციული საზღვრის
„უკანონოდ გადაკვეთისთვის“
რუსმა მესაზღვრეებმა ფიჩორში დააკავეს. ამის შესახებ დე ფაქტო
აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის
წარმომადგენლებმა განაცხადეს.
„გერმანიის მოქალაქემ განმარტა, რომ ის საფეხმავლო ტურიზმითაა
გატაცებული და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის
შესახებ არ იყო ინფორმირებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
„სასაზღვრო სამმართველოს“ თანამშრომლებმა დაკავებული შემდეგი
საპროცესო გადაწყვეტილებებისთვის კომპეტენტურ ორგანოებს გადასცეს,
წერს აფხაზური მედია.
მასალის გამოყენების პირობები