სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული
ინსპექტირების შედეგად, 63 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო 23
საწარმოს მუშაობის პროცესი შეუჩერდა.
სეს-ის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით,
გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე ობიექტი შემოწმდა. შედეგად,
რეკომანდაციების შეუსრულებლობის გამო, 400 ლარით დაჯარიმდა ზუგდიდში
ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე კერძო საბავშვო ბაღი „გვირილა“, ხოლო
მარტვილში - ერთ-ერთი კვების ობიექტი.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სააგენტომ ქვეყანაში 226
ინსპექტირება განხორციელა, ამასთან ლაბორატორიული კვლევისთვის
სურსათის 64 ნიმუში აიღო.
მასალის გამოყენების პირობები