ზუგდიდში, კულტურის ცენტრ ოდიშში, სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 30
მაისს კონცერტი გაიმართება,რისთვისაც მუნიციპალიტეტის გამგეობამ
15 400 ლარი გამოყო.
ფოტო: ზუგდიდის მუნციპალიტეტის გამგეობა
მასში მონაწილეობას თბილისიდან მოწვეული და ადგილობრივი მუსიკალური
ჯგუფები: ნიკოლ-შოუ, რეზო და ბავშვები, მიქსი და მომღერალი ბაბი
კირკიტაძე მიიღებენ. ღონისძიებაზე დიჯეიც დაუკრავს. საღამოს
გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები