რეგიონი
მერაბ ქვარაია: ტერმინი „ქალაქის სტატუსის გაუქმება“ სრული აბსურდია
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ფეისბუქის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე თვითმმართველობის მოსალოდნელ რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. მისი მოსაზრებით, მოსალოდნელი ცვლილებები ქვეყნის სასიკეთოდ განხორციელდება. რადიო „ათინათი“ მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა გამოვეხმაურო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათ შორის ჩემს მაჟორიტარულ ოლქში ქალაქ ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს. პროცესი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ატარებს და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან შემოთავაზებული ცვლილებები ნამდვილად არსებითი ხასიათისაა.

ეს ცვლილებები და მსჯელობა მათზე კანონით გათვალისწინებულ ყველა პროცედურას გაივლის, საზოგადოებრივი განხილვის პროცესით დაწყებული და საპარლამენტო, როგორც საკომიტეტო, ასევე სასესიო განხილვებით დასრულებული. შესაბამისად დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, გადაწყვეტილებები იქნება მხოლოდ თვითმმართველობის და ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად გადადგმული და არავითარ შემთხვევაში პირიქით.

2014 წელს მე ვიყავი თვითმმართველობის გაძლიერების, დემოკრატიული პროცესების გაღრმავების, რეფორმების გატარების და მათ შორის ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების ერთერთი აქტიური მხარდამჭერი, ამიტომაც ჩემთვის გასაგებია კითხვები იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მხარს უჭერდა და უჭერენ არსებული მოცემულობის შენარჩუნებას. მაგრამ, სრულიად გაუგებარი იმ ადამიანების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ მიმდინარე პროცესები ტრაგედიად და ლამის აპოკალიფსად შეაფასონ. რაიმე მსგავსი არ ხდება და არც მოხდება.

ტერმინები "ქალაქის სტატუსის გაუქმება", "ქალაქ ზუგდიდის გაუქმება" და სხვა, რაც ხშირად ისმის ამ დღეებში ამ ადამიანების მხრიდან სრული აბსურდია და არანაირი სერიოზულობის მატარებელი არ არის - ზუგდიდი არის, დარჩება და იქნება ქალაქი!

წინასწარი ინფორმაციით შესაბამისი სამინისტროს მხრიდან მზადდება არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების გაერთიანების და ერთი ადგილობრივი ხელისუფლების, მერიისა და ერთიანი საკრებულოს ქვეშ მოქცევის საკითხი, არამედ სხვა თანმდევი ცვლილებებიც, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ქალაქის სოლიდური და მართვის ეფექტურობისთვის აუცილებელი წარმომადგენლობითი შემადგენლობა ახალ, ერთიან საკრებულოში. განიხილება საკრებულოს როლის და ფუნქციის ზრდა და ხელისუფლების ბალანსის მართლზომიერი განაწილება აღმასრულებელ და წარმომადგენლობით სტრუქტურებს შორის, რაზეც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტი აკეთებდა აქცენტს დიდი ხნის განმავლობაში. მიმდინარეობს მსჯელობა მთავრობის ცნების შემოღებასთან და ზოგადად ადგილობრივი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კოლეგიური და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება ადგილობრივ ხელისუფლებაში. საუბარია ტრანსფერის ფორმულის ცვლილებაზე, რაც უზრუნველყოფს ბიუჯეტის მოცულობის შენარჩუნებას. მზადდება სხვა არსებითი ხასიათის ცვლილებებიც, რასთან დაკავშირებითაც როგორც კი მოგვეწოდება ოფიციალური დოკუმენტი, შედგება შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და უკვე სხვა ფორმატში შეგვეძლება მსჯელობა ამ საკითხებზე.

ყველაფრის გათვალისწინებით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ როგორი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცვლილებაც არ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ამ თუ სხვა ეტაპზე, ამას არანაირი კავშირი არა აქვს და არ ექნება იმ ძირითად პრინციპებთან, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით და რომელიც იყო და არის მთავარი და ფასეული დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით: ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირების არჩევითობა, ანგარიშვალდებულობა ამომრჩეველთა წინაშე, გამჭვირვალეობა, სექტორალური თანამშრომლობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცეში და ამ პრინციპების ისტიტუციონალიზაცია - აი ეს იყო და არის ის ძირითადი ელემენტები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების უფლება, ჰქონდეთ თვითმმართველობა, უნდა განხორციელდეს და რომელთა სადარაჯოზეც უნდა ვიდგეთ თითოეული ჩვენგანი.

ამდენად გულწრფელად მინდა ვუთხრა ყველას, მათ შორის ჩვენი ქალაქის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მომეტებული შიშით და ერთგვარი აგრესიით უდგებიან მიმდინარე პროცესებს , არანაირი საფრთხე ქალაქ ზუგდიდს, ზოგადად თვითმმართველობას და მის განვითარებას არ ემუქრება. ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ნაბიჯი და ცვლილება იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქალაქის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის განვითარების და გაძლიერების მიმართულებით გადადგმული", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მერაბ ქვარაია: მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ტრაგიკული არაფერი ხდება 

ბიუროს გახსნაზე ქვარაიას კითხვები თვითმმართველობის რეფორმაზეც დაუსვეს (ვიდეო)

ზუგდიდელი დეპუტატების მოსაზრებები მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.