ზუგდიდში 26 მაისის აღნიშვნა გალა-კონცერტით დასრულდა (ვიდეო)
00:54 / 27.05.2017
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდის ცენტრალური
მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდა. მასში მონაწილეობა
გიო ხუციშვილმა, ბაბი კირკიტაძემ, New One-მა და SALIO-მმიიღეს.
ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია
მომღერლებმა ზუგდიდელ მსმენელს დღევანდელი დღე მიულოცეს და
აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია
მუსიკოსებმა საკუთარ სიმღერებთან ერთად ე.წ. ქავერებიც შეასრულეს.
დღევანდელი საღამოთი კმაყოფილი დარჩა ზუგდიდელი მსმენელიც. კონცერტი,
თითქმის, სამ საათს გაგრძელდა და ფოიერვერკით დასრულდა.
ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია
დღესზუგდიდში დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე
წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. ქალაქის ცენტრალურ
მოედანზე, ბულვარსა და მის მიმდებარზე ტერიტორიაზე მთელი ღონისძიებები
დილის ათი საათიდან დაიწყო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიებები შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს
აღსანიშნავად, ლოზუნგით - ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ''
გაიმართა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები