დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი დღეს საღამოს
7-დან ღამის 2 საათამდე
დამთვალიერებელს უფასოდ მიიღებს. მუზეუმი კულტურის სამინისტროს
ინიციატივას შეუერთა, რომლის თანახმადაც საქართველოს მასშტაბით
თითქმის ყველა მუზეუმი სტუმრებს უფასოდ ეპატიჟება.
ფოტო: საქართველოს
მთავრობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი
„ნებისმიერ მსურველს დღეს საღამოს უფასოდ შეუძლია
დათვალიეროს მუზეუმი. კულტურის სამინისტროს ამ ინიციატივას
სიამოვნებით შევუერთდით“, - უთხრა
რადიო
„ათინათს“ მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ.
ამ წუთებში დადიანების ისტორიულ სასახლეში ღონისძიება „აფხაზეთთან
ახლო“ მიმდინარეობს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები