ზუგდიდში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ Lions quest - Georgia“-ს
ფილიალი გაიხსნა. ორგანიზაცია, რომლის პრეზიდენტად ზუგდიდში
სამოქალაქო
განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე
მაგდალინა თოდუა აირჩიეს, სხვადასხვა სფეროს 20-მდე წარმომადგენელს
აერთიანებს. მისი მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო ფასეულობებისა და
საქმანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. პროგრამის პრეზენტაცია
გამგეობის სააქტო დარბაზში „ლომების კლუბის“ საერთაშორისო
ურთიერთობების დირექტორმა ბენტ ჯესპერსენმა გამართა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
ცნობისთის, Lions quest -ი 1917 წელს აშშ-ში დაფუძნდა. ის Lions Club
International -ის ინტელექტუალური და ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა
და მსოფლის 193 ქვეყანაში 1, 4 მილიონი წევრი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები