რეგიონი
ენმ: ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო გაუთიშეს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდში დევნილთა სამმართველო ელექტორო ენერგიისა და ინტერნეტის საფასურის გადაუხდელობის გამო პარალიზებული იყო. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ანა წითლიძის თქმით, სამმართველო იძულებით გადაადგილებულ პირებს ორი კვირის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა.

„აფხაზეთსა და აჭარაში მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც ზუგდიდში იყვნენ ჩამოსულები, მომსახურების მიღების გარეშე მოუწიათ უკან დაბრუნება. ახალი ამბავი არ არის სამინისტროს მხრიდან დევნილების პრობლემების იგნორი, მაგრამ ახლა რაც ხდება, არის სრული კატასტროფა, სახელმწიფო სტრუქტურა არის სრულიად პარალიზებული და სამმართველო, რომელიც ემსახურება ყველაზე დიდი რაოდენობით დევნილს, ვერ ახერხებს, რომ ელემანტარული მომსახურება გაუწიოს მათ“, - აღნიშნა წითლიძემ.

თავის მხრივ, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში ოპოზიციური პარტიის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ელექტრო ენერგიისა და ინტერნეტის პრობლემა მხოლოდ რამდენიმე საათით ჰქონდათ.

„პარასკევ დღეს, რომელიც იყო დასვენების დღე, შეგვექმნა ელექტრო ენერგიის პრობლემა, რაც მალევე აღმოიფხვრა“, - თქვა ჩილაჩავამ.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში"  კი აცხადებენ, რომ დევნილთა სამმართველოს ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დილის ათ საათამდე არ მიეწოდებოდა. დღეს უწყებას დენი მიწოდება ტრანსფორმატორის დაზიანების გამო შეუწყდა, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემა დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
20 / მაისი 2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
20 / მაისი 2025
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.