სუს: დე-ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე უარს აცხადებს (ვიდეო)
15:23 / 31.05.2017
გალში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის
ხიდზე სუს-ის წარმომადგენელს გიორგი ლუკავას
მეუღლე შეხვდა. კახაბერ ქემოკლიძემ პატიმრის ცოლს უთხრა, რომ აფხაზური
მხარის ინფორმაციით, ლუკავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,
თუმცა მის გათავისუფლებაზე დე-ფაქტო ხელისუფლება უარს აცხადებს.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერეს ქართული
მხარის პოზიცია, რომ გიორგი ლუკავა უკანონო პატიმარია და აუცილებლად
უნდა გათავისუფლდეს.
თავის მხრივ, ლალი ბასარიამ საქართველოს მთავრობა უმოქმედობაში
დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ საკუთარი მოქალაქეების ბედი არ
ანაღვლებთ.
ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ
ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯეს. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,
მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის
ძმებთან" კავშირში ედება".
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები