კულტურის ცენტრმა "ოდიში" ბავშვებს უმასპინძლა (ვიდეო)
16:01 / 01.06.2017
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში კულტურის
ცენტრ „ოდიშის“ ეზოში, ღია ცის ქვეშ სხვადასხვა გასართობი
ღონისძიებები გაიმართა.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და კულტურის ცენტრის
მოსწავლეებმა სიმღერები და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს. გარდა
ამისა, მოწყობილი იყო ატრაქციონები, რომლებიც ბავშვებისთვის უფასო
იყო.
ღონისძიებას ჩხოროწყუს ბავშვთა სახლის პატარებიც დაესწრნენ. მათი
ზუგდიდში ჩამოყვანა და გასართობ პროგრამებში მონაწილეობა
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „თანადგომა სრულფასოვნებისთვის“
უზრუნველყო. დღის ბოლოს ჩხოროწყუელ ბაშვებს რესტორანმა „სამეფომ“
უმასპინძლა.
ღონისძიება გამგეობის ორგანიზებითა და კულტურის სახლის მხარდაჭერით
ჩატარდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები