„საუნჯე“ საბავშვო ბაღებში მდგომარეობის შესასწავლად კვლევას ჩაატარებს (ვიდეო)
18:42 / 01.06.2017
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში პროექტის
„თანამშრომლობა ადრეული
და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ზუგდიდისა და ფოთის
საბავშვო ბაღებში კვლევებს ჩაატარებს და ადგილზე არსებულ მდგომარეობას
შეისწავლის.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კვლევის შედეგად,
საბავშვო ბაღების საჭიროებები გამოვლინდება.
„გამოჩნდება, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს თვითმმართველობამ, რომ
ბაღებში ბავშვთა უფლებები იყოს დაცული. ამასთან, ჩვენი ორგანიზაცია
მთელ ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს, თუ როგორ და რა ფორმით იქნება
განხორციელებული ნორმატიული აქტები ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მიერ“, - აღნიშნა „საუნჯეს“ თავმჯდომარემ იაგო
ფასანძემ.
მისივე თქმით, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა,
არაერთი ბაჭი დარჩეს ავტორიზაციის მიღმა. მან ადგილობრივი და
ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ გამოყონ
რესურსები, რათა არცერთი ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღების გარეშე
არ დარჩეს.
შეხვედრას ქალაქის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების
უფროსი ზამირა ღადუაც ესწრებოდა. მან არასამთავრობო ორგანიზაციას
საკითხით დაინტერესბისთვის მადლობა გადაუხადა.
კვლევა საბავშვო ბაღებში სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტი, რომლის მიზანი ადრეული განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის
განათლების მომსახურების ეფექტური მიწოდების უზრუნველყოფის
მხარდაჭერაა, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით
ხორციელდება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები