ზუგდიდის გამგეობაში გენდერულ საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნება
ზუგდიდის გამგეობაში გენდერულ საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნება და
მას საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა უხელმძღვანელებს.
აღნიშნული საკითხი დღევანდელ ხსდომაზე გადაწყდა. როგორც სხდომაზე
გახდა ცნობილი, საბჭო, რომელიც გენდერული თანასწორობის მიმართულებით
იმუშავებს, არანაკლებ 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს.
„საბჭო განიხილავს, თუ რამდენად იქნება ჩვენ მიერ მიღებულ სამართებლივ
აქტებში გენდერული ასპექტები გათვალისწინებული, ეს იქნება ბიუჯეტი,
სოციალური პროექტები თუ სხვა. საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ როგორც
მუნიციპალიტეტების, ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისს
წარმომადგენლები“ ,- აღნიშნეს სხდომაზე.
საბჭო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკრებულოში
იფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები