გენდერული თანასწორობის საბჭოს ნატალია შეროზია უხელმძღვანელებს
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გენდერული თანასწორობის
საბჭოს დადგენილება დამტკიცდა. დებულების თანახმად, მას საკრებულოს
თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული
მდგომარეობის შესახებ არსებულ სიტუაციას შეისწავლის და დისკრიმინაციის
აღმოსაფხვრელად იმუშავებს.
საბჭოში, რომელიც ქალაქის საკრებულოში იფუნქციონირებს, 9 პირი
გაწევრიანდება. გარდა მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლებისა,
საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება ექსპერტები, მეცნიერები და სხვადასხვა
ორგანიზაციის წარმომადგენლები შევიდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელია,
სამუშაო ჯგუფის შექმნაც.
მასალის გამოყენების პირობები