აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ხვიჩა წყაროზია გაათავისუფლეს
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 21 წლის ხვიჩა წყაროზია
გაათავისუფლეს. ინფრომაციას ამის შესახებ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის აპარატი ადასტურებს. წყაროზია მიმდინარე წლის 9 მაისს
სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე "საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთის" ბრალდებით დააკავეს. ამ დროისათვის ის საქართველოს მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა წყაროზიას
გათავისუფლების სანაცვლოდ 50 ათას რუსულ რუბლს ითხოვდნენ. დაკავებულის
მამის თქმით, რომელიც გალში ცხოვრობს, მან ამ თანხის მხოლოდ ნაწილის
შეგროვება შეძლო, რაც 30 000 ათასი რუსული რუბლის ეკვივალენტია.
ნაწილის ნაცვლად კი ერთ-ერთი აფხაზი დეპუტატის რუდიკ ცატავას სახლის
სარემონტო სამუშაოებზე მუშაობა მოსთხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები