თბილისში პარლამენტის თავმჯდომარისა და რეგიონული განვითარების
მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად „საუნჯესა“
და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის
წარმომადგენლებიც დაესწრნენ, თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის
გაუქმებაზე იმსჯელეს. ეგნატე შამუგიას თქმით, მინისტრი და პარლამენტის
თავმჯდომარე მხოლოდ ადრე გაკეთებული განცხადებების გამეორებით
შემოიფარგლნენ.
ფოტო: საქართველოს
პარლამენტი
„არანაირი არგუმენტები და დოკუმენტები არ წარმოუდგენიათ. ჩვენ ჩვენი
პოზიცია დავაფიქსირეთ, მათ - თავიანთი. მათ მიერ 7 ქალაქისთვის
თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევის არგუმენტები აბსურდულია. ჩვენ
კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ კონკრეტული დადებითი შედეგები, რომლებიც
2014 წელს განხორციელებულმა თვითმმართველობის რეფორმამ მოიტანა“, -
უთხრა
რადიო „ათინათს“ "საუნჯეს"
წარმომადგენელმა ეგნატე შამუგიამ.
მისივე თქმით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე მათ დაპირდა, რომ არასამთავრობოების საკომიტეტო
განხილვებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.
ფოტო: საქართველოს
პარლამენტი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს მიერ
მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით მომზადებული
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.
ცნობისთვის, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამინისტროს
წარმომადგენლებათან შეხვედრას ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ. ისინი
თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ.
ამასთან დაკავშირებით მათ დოკუმენტიც მოამზადეს, რომელსაც ხელს 130
არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
ამავე თემაზე:
არასამთავრობოები პარლამენტის წევრებს თვითმმართველი
ქალაქების გაუქმების საკითხზე ხვდებიან
არასამთავრობოები
საკრებულოებს: ჩართეთ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღებაში
(ვიდეო)
არასამთავრობოები
ხელისუფლებას: დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულების გაუქმება
მასალის გამოყენების პირობები