ს.კ. „ზუგდიდის“ 51%-იანი წილი კვლავ აუქციონზე გაიყიდება (ვიდეო)
16:54 / 06.06.2017
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 51%-იან წილს ქალაქ ზუგდიდის მერია
აუქციონზე მას შემდეგ გაიტანს, რაც გამგეობა კლუბის 25 %-ს უსასყიდლოდ
გადასცემს.
ინფორმაცია ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დღევანდელ
რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი. მერიისთვის გამგეობის წილის
გადაცემას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
საკრებულოს წევრის მალხაზ ჭეჟიას კითხვაზე, რატომ გადაეცემა
უსასყიდლოდ ქალაქის მერიას 25 % მაშინ, როდესაც გამგეობამ 50 %-ისთვის
250 000 ლარი გადაიხადა, ნანავამ უპასუხა, რომ გაყიდვის შემდეგ
მუნიციპალიტეტს წილის შესაბამისი თახნის ოდენობა დაუბრუნდება.
"მე დავინტერესდი, იურიდიულად როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი.
იმედი მაქვს, რომ ამაზე პასუხს მივიღებ“, - უთხრა ჟურნალისტებს
ჭეჟიამ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100 %-იანი
წილის მფლობელი ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტია. 2016 წლის აგვისტოში
აუქციონის წესით ს.კ. „ზუგდიდი“-ს 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი
სპონსორები გახდნენ, თუმცა უცხოელმა ინვესტორებმა კლუბი მალე დატოვეს.
იმ დროისთვის „ზუგდიდის“ 49%-ს ქალაქის მერია ფლობდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები