ქალაქ ზუგდიდის მერიამ 26 წარჩინებული კურსდამთავრებული პლანშეტებით
დააჯილდოვა. ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ მათ სკოლის წარჩინებით
დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ფოტო: ქალაქ ზუგდიდის მერია
ღონისძიებაზე მეორე საჯარო სკოლის წარჩინებულმა
მოსწავლემ კურსდამთავრებულების სახელით მერიას მადლობა გადაუხადა. 26
კურსდამთავრებულიდან 19 ოქროს მედალოსანია, დანარჩენი კი
ვერცხლის.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის
დირექტორები და მშობლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები