ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა
უნდა დაწესდეს, განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა სოხუმში
გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, „აფხაზეთში სიკვდილით
დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული, თუმცა, ნარკომოვაჭრეებს სამუდამო
პატირმობა უნდა მიესაჯოთ“.
„შსს - ს მუშაობა ამ მიმართულებით, არ არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა,
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არის
დადებითი ძვრებიც“, - აღნიშნა ხაჯინბამ.
აფხაზური მედიის ცნობით, პრესკონფერენციაზე ეკონომიკური და სოციალური
საკითხები განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები