მე ზუგდიდელი ვარ - ვიქტორინის ფინალური ტურის გამარჯვებულები (ვიდეო)
17:45 / 08.06.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში
ვიქტორინის ,,მე ზუგდიდელი ვარ’’ ფინალური ტური ჩატარდა.
კონკურსის გამარჯვებული პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ,
მეორე და მესამე ადგილზე კი მეექვსე და მეორე საჯარო სკოლის
მოსწავლეები გავიდნენ. გამარჯვებულებს საჩუქრები ქალაქის მერიამ
გადასცა.
,,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის ორგანიზატორებს. ძალიან
საინტერესო და დაძაბული თამაში იყო. დიდი შრომა ჩავდეთ იმაში, რომ
საბოლოოდ გაგვემარჯვა,’’- აღნიშნა გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა
მიხეილ ბერიშვილმა.
პროექტის ორგანიზატორის თეონა ხუბულავას თქმით, ვიქტორინის მიზანია,
ეთნიკური და კულტურული ფასეულობების პატივისცემა, პოპულარიზაცია და
მშობლიურ ქალაქზე ცოდნის ამაღლება.
ვიქტორინა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და ზუგდიდის მერიის
ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსი, რომელშიც 12 საჯარო სკოლა
მონაწილეობდა, წელს მეორედ გაიმართა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები