ზუგდიდში დევნილებმა საზოგადოებრივი დარბაზი „აფხაზეთი“ დააფუძნეს (ვიდეო)
17:38 / 10.06.2017
ზუგდიდში საზოგადოებრივი დარბაზი "აფხაზეთი" დაფუძნდა. შეხვედრა
კულტურის ცენტრ „ოდიშის“ შენობის
წინ შედგა. შეკრებილებს აღნიშნული სამოქალაქო ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა ათ პუნქტიანი რეზოლუცია წარადგინეს. მათი მთავარი
მოთხოვნა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარების თანხის გაზრდა,
დევნილი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში უფასო სწავლება და მათი
სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.
„აფხაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელის დემურ სოტკილავას თქმით,
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პერმამენტულ აქციებს
გამართავენ.
,, დევნილები ხელისუფლებისგან ითხოვენ მეტ თანადგომას. თუ შესაბამისი
უწყებები არ წამოვიდა დარბაზთან შეხვედრაზე, თუ არ მოხდა იმ
რეზოლუციით გათვალისწინებული პუნქტობრივად პრობლემების მოგვარება,
მაშინ ამ ყველაფერს მოყვება პერმამენტული აქცია და შიმშილობა ’’,-
თქვა სოტკილავამ.
ამასთან, შეხვედრაზე დევნილების ფულადი შემწეობის გაზრდის მოთხოვნით
ხელმოწერები შეგროვდა.
,, გაჭირვებაში ვცხოვრობთ, 45 ლარით თავს ვერ ვირჩენთ. ველოდებით
მომატებას, იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდა ეს პირობები, მაშინ
ფეხით ჩავალთ თბილისში ’’,- თქვა ერთ-ერთმა დევნილმა.
აღსანიშნავია, რომ „აფხაზეთის“ დაფუძნებასთან დაკავშირებულ
ღონისძიებას "ტყის ძმების" ყოფილი მეთაური დავით შენგელიაც ესწრებოდა.
მისი თქმით, ის საზოგადოებრივი დარბაზის რიგითი წევრია და სხვებთან
ერთად დევნილების პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს.
ცნობისთვის, პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების" მეთაური დავით
შენგელია, რომელიც 1990-2000 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე
მოქმედებდა, 2004 წლის დასაწყისში დააპატიმრეს. მას 24 წლით
თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა საპატიმრო 6 წლის შემდეგ
- 2010 წელს დატოვა. ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება
დასახელდა. ბრალდების მხარე შენგელიას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით
ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და გავრცელებას ედავებოდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები