2015 წლის 13 ივნისს თბილისში სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და
ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. მთლიანად
დაიტბორა
სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი
ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და "მზიურის" პარკი.
სტიქიის შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და ათასზე მეტი ფიზიკური პირი
დაზარალდა. ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 ადამიანი კი
უგზო-უკვლოდ დაიკარგა. გარდაცვლილებს შორის ორი ხობიდან და ერთი
ზუგდიდიდან იყო. სტიქიას ასევე, ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა
ნაწილიც.
მასალის გამოყენების პირობები