ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაცია ხურჩა-ნაბაკევის გაუქმებულ ე.წ
გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა. მათ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის
წარმომადგენელმა ეთნიკური ქართველების მდგომარეობა გააცნო და რუსეთის
საოკუპაციო ჯარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი საზღვრები
შეიძლება არსებობდეს. ჩეხეთი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის
სენატის წარმომადგენლის პეტერ კოლიბამ.
დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი
საქართველოში ტომაშ პერნიცკი.
სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის დელეგაციის წარმომადგენლები
ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
ფოტო: imedinews.ge
მასალის გამოყენების პირობები