ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში 2,000 ღერი
უაქციზო სიგარეტი
აღმოაჩინეს.
აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო
ფილტრიანი სიგარეტი „Manchester” (2,000 ღერი) საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ელექტრონული სასაქონლო
ზედნადების გადამოწმების პროცედურის შედეგად 8 ივნისს
გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად, მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. საქმის მასალები,
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის
შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები