რეგიონი
გამგებლის წარმომადგენელი: იყო საშიშროება ენგურს კალაპოტი გაერღვია

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა განსაკუთრებული საშიშროება სოფელ ტყაიაში შექმნა. გამგებლის წარმომადგენლის ედემ

კეკუტიას ინფორმაციით, არსებობდა საშიშროება მდინარეს კალაპოტი გაერღვია და დინებას მიმართულება შეეცვალა, რაც სავალალო შედეგებს მოიტანდა. მისივე თქმით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.

"ტყაიის, რიყისა და რუხის ნაწილი დაიტბორებოდა...ზარალი უდიდესი იქნებოდა. მთელი ღამე აქ ვიყა"ავით და ვმუშაობდით. ნაპირი დროებით გავამაგრეთ. ველოდებით სამინისტროს წარმომადგენლებს. სასწრაფოდ არის ზომები მისაღები", - უთხრა რადიო "ათინათს" სოფლის გამგებელმა ედემ კეკუტიამ.

აღნიშნული საკითხი დღეს გუბერნიაში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზეც განიხილეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფაქტის დადგომის შემთხვევაში, მდინარე ასობით ოჯახს წალეკავდა და მსხვერპლიც იქნებოდა.

ადგილზე უკვე გაემგზავრნენ გუბერნატორი ლევან შონია და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი.

„ტყაიაში, ორსანტიასა და შამგონაში ძალიან რთული მდგომარეობაა. გუშინ მაშველებმა შეძლეს, რომ წყალი ამ ეტაპზე მოსახლეობისკენ არ გადმოსულიყო. ახლა დავგეგმავთ და სწორედ ამ სოფლებიდან დავიწყებთ ნაპირსამაგრ სამუშაოებს“, - აღნიშნა შონიამ.

ცნობისთვის, გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა წალენჯიხაში, ათეულობით სახლ-კარი და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა. ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.