გუბერნატორი: სამეგრელოში სტიქიის შედეგად ვითარება საგანგაშოა (ვიდეო)
15:18 / 16.06.2017
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის
სხდომა გაიმართა, სადაც გუბერნატორსა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილეს მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა გააცნეს. შეხვედრას
მუნიციპალიტეტების გამგებლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა სოფელ
ტყაიაშია, სადაც მდინარე ენგურის კალაპოტიდან გარღვევის საშიშროება
არსებობს. აქვე აღინიშნა, რომ რთული ვითარებაა სენაკის
მუნიციპალიტეტში, სადაც მდინარემ გაბიონი დაშალა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის ცნობით, უხვმა ნალექმა
განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
მოსახლეობა დააზარალა.
რაც შეეხება ინფორმაციას ზარალის შესახებ, გუბერნატორის თქმით,
კონკრეტული დეტალები ხვალ დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.
ამ წუთებში ლევან შონია და კახა გულედანი სტიქიის ზონაში მდინარე
ენგურის სანაპიროზე იმყოფებიან.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები