შს სამინისტრო “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საკნონმდებლო ცვლილებებთან
დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას
მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, სამეგრელოში ატარებს.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, საპატრულო
პოლიციის თანამშრომლები მძღოლებსა და ქვეითებს სპეციალურ ბუკლეტებს
ურიგებენ.
საინფორმაციო ბუკლეტებში საქართველოში მართვის მოწმობისათვის
მინიჭებულ ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირებაზე, ასევე,
ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და
სხვა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციია
მოცემული.
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღების შესაღებ
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღო
და ისინი ძალაში 2017 წლის 1 ივლისიდან შევა.
ფოტო: Police.ge
ამავე თემაზე:
მართვის
მოწმობის ქულათა სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდება
საზოგადოების აზრი
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შესახებ (ვიდეო)
მართვის მოწმობის 100
ქულიანი სისტემის ამოქმედება იგეგმება
მასალის გამოყენების პირობები