აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ნორიოში, სეფიეთსა და ძველ აბაშაში
გაზიფიცირების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოების დასრულდების შემდეგ,
ბუნებრივი აირით, დამატებით 1 257 აბონენტი ისარგებლებს. სამუშაოები
2017 წლის სექტემბერში დასრულდება.
ცნობისთვის, გაზიფიცირება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში (პირველი
მაისი, გაუწყინარი, თხმელარი, მარანი, მარანჭალი და გუგუნაყათი) 2015
წელს დაიწყო. 2016-2017 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სულ
14 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა.
მასალის გამოყენების პირობები