გადაუღებელი წვიმების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზები
დაზიანდა. ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა
კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა.
"სამუშაო ჯგუფები ადგილებზე უკვე მუშაობენ და გზებზე არსებული
პრობლემები უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება", - თქვა
ჟორჟოლიანმა.
ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ადიდებულმა ღელემ სოფელ იფარში გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზაც
დააზიანა. გარდა ამისა, ადიდებულმა ღელემ საფრთხე შეუქმნა მაღალი
ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებსაც, თუმცა მოსახლეობას ელექტროენერგია
უწყვეტად მიეწოდება.
ფოტო: მესტიის
მუნიციპალიტეტის გამგეობა
ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდვების გარეშე
ხორციელდება.
მესტიის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი და ძლიერი წვიმები 20-21 ივნისს
იყო.
მასალის გამოყენების პირობები