ზუგდიდში "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
15:30 / 26.06.2017
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,საუნჯე"" "საჯარო სამსახურის
შესახებ" საქართველოს კანონში
შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის იაგო ფასანძის თქმით, შეხვედრის მთავარი
მიზანი მოქალაქეების ინფორმირებულობაა.
პრეზენტაციაზე ის ცვლილებები განიხილეს, რაც საჯარო მოხელის
სამსახურში მიღების წესს, საჯარო მოხელეების უფლებებსა და მოვალეობებს
ეხება.
"კანონი გახდა პროფესიულ კარიერის განვითარებაზე ორიენტირებული.
დაიხვეწა კონკურსის სახეები, მათი ჩატარების წესები. ასევე, შემოვიდა
საკლასო ჩინების მინიჭება, რაც 12 კლასს გულისხმობს. გარდა ამისა,
გაძლიერდა საჯარო მოხელის უფლებები"",- თქვა ,,საუნჯეს"" წევრმა
ეგნატე შამუგიამ.
პრეზენტაციას აქტიური ახალგაზრდები, ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საინფორმაციო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და
UK აიდ-ის ფინანსური დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას"
პროექტის "საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა
სამოქალაქო საზოგადოების მიერ" ფარგლებში ჩატარდა.
ცნობისთვის, 2015 წლის 27 ოქტომბერს "საჯარო სამსახურის შესახებ"
მიღებული საქართველოს კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივლისიდან შევა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები