სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი
დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ზ.შ-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით
ელექტროტექნიკის მაღაზია დააყაჩაღა. საპატრული ეკიპაჟის წევრებმა ის
რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში
დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ,,ა-კა-ემ“-ის
სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო
ვაზნა, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა და დანა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე, სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და
179-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები