საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის
წარმომადგნლებმა პროექტის ,,მიგრაციის მართვის განვითარება
საქართველოში’’
შესახებ შეხვედრა გამართეს. ორგანიზაციის იურისტებმა პროექტზე
მუშაობისას მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება ადგილობრივი
საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს გაუზიარეს.
ამასთან, შეხვედრაზე ემიგრანტების გარშემო არსებულ პრობლემებზე და
მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
მიგრაციის პროექტის რეგიონალური ოფიცრის მარიამ გოროზიას თქმით,
ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ემიგრანტების გამოგზავნილი
თანხა საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე და მკურნალობაზე იხარჯება და
არ იდება თუნდაც ინვესტიციაში და განათლებაში. მისივე თქმით, ,,საია’’
ამ პრობლემების გარშემო მუშაობას განაგრძობს და უკვე ახალი პროექტის
შემუშავებას გეგმავს, რომელიც უშუალოდ შედეგზე იქნება
ორიენტირებული.
,, ჩვენ ვცდილობთ ე.წ. „ტვინების გადინება“ ქვეყნიდან ტვინების
ცირკულირებით შევცვალოთ და უკვე ჩამოსულმა ემიგრანტებმა შეძლონ
თავიანთი უნარ-ჩვევები, განათლება და მათი რესურსი უკვე თავიანთი
ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. ამ საკითხში სახელმწიფოს როლი ძალიან
დიდია. რამოდენიმე რეინტეგრაციის პროგრამა ემიგრანტებისთვის უკვე
არსებობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით ახალი
პროექტების და პროგრამების შემუშავება უნდა გაგრძელდეს. ასევე, უნდა
დაიხვეწოს კანონპროექტი ამ მიმართულებით და უნდა შემუშავდეს ისეთი
ეფექტური მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი ემიგრანტების
ინტეგრაციას, მათ განვითარებას და მათი ეკონომიკური ფონის გაზრდას
’’,- თქვა გოროზიამ.
აღნიშნული პროექტის მიზანი საქართველოში მიგრაციული ფონის და ამ
კუთხით არსებული პრობლემების დადგენა იყო. პროექტი ევროკავშირის
ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები