კოდორის ხეობის ტრასის 59 - ე კილომეტრზე ერთი თვეზე მეტია
სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა
აღდგენილია, ამის შესახებ „აფსნიპრესს“ კომპანია „აფსნირგილარას“ პრეს
სამსახურმა განუცხადა.
მანამდე, მდინარე კოდორში წყლის დონის მომატების გამო, სანაპირო ზოლი
ჩამოირეცხა, რამაც გზის ჩამოშლა გამოიწვია. შედეგად, შეუძლებელი გახდა
ავტომობილით გადაადგილება.
ამავე ცნობით, სამუშაოები კვლავ გაგრძელდება და მოხდება გზის
მონაკვეთის გაფართოება, თუმცა, ამ „ხეობის ზედა ნაწილის მცხოვრებლებს
და ამ მიდამოებში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეებს
გზაზე მოძრაობა შეუფერხებლად შეეძლებათ“.
მასალის გამოყენების პირობები