ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ ჭოღაში საავტომობილო გზის
რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მეორე ჭოღის
ადმინისტრაციულ ერთეულში 4 კილომეტრის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის
საფარი დაიგება და სანიაღვრე არხი მოეწყობა. სამუშაოებზე დასაქმებულია
20 ადამიანი.
პროექტის, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის და ჩხოროწყუს
გამგეობის თანადაფინასებით ხორციელდება, ღირებულება 711 777
ლარია.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები