სოხუმში ვლადისლავ სურკოვის და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა გაიმართა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი სოხუმში
ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის
პრეზიდენტის
რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციაში იმართება, ორმხრივი თანამშრომლობის და
აფხაზურ - რუსული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილება,
წერს "სპუტნიკ აფხაზია". შეხვედრა დახურულ კარს მიღმა
მიმდინარეობს.
ვლადისლავ სურკოვის პირველი ვიზიტი აფხაზეთში 2016 წლის ივლისში
გაიმართა. მაშინ მხარეებმა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში,
აფხაზეთის სოციალურ - ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, ასევე
მოკავშირეობის დ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საკითხები
განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები