სოხუმი: ყაჩაღური თავდასხმა „მინისტრთა კაბინეტის“ წევრის ოჯახზე
სოხუმში ოთხი დაუდგენელი ნიღბიანი პირი დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა
კაბინეტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის ლაშა ცაავას
სახლში შეიჭრა. იარაღის მუქარით მათ სახლიდან გაიტანეს ფული, 75 000
რუბლის ოდენობით, და ძვირფასეულობა, ასევე, „კალაშნიკოვის“ სისტემის
ავტომატი და ცაავას კუთვნილი ავტომობილის გასაღები, რის შემდეგაც
ბოროტმოქმედები მიიმალნენ, წერს „აფხაზია ინფორმი“.
ამავე ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს
ოპერატიული - სამძებრო ღონისძიებები თავდამსხმელთა ვინაობის
დასადგენად.
მასალის გამოყენების პირობები