ანაკლიაში წელს პირველად "ანაკლიობა" ჩატარდება. ბიზნესფესტივალი 12
ივლისს გაიხსნება და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა,
ასევე, ტურიზმის სფეროში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები.
ფესტივალზე 50-მდე კვებისა და სასმელი პროდუქტების კომპანია,
სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, ხელოვნებისა და
ფოტო სტუდიები, ტურ-ოპერატორები და სატრანსპორტო კომპანიები იქნება
წარმოდგენილი.
ანაკლიობაზე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებაცაა
დაგეგმილი.
ფესტივალის მიზანი ტურიზმის სექტორის გაძლიერება, აფხაზეთის
ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლის მახლობლად
მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და მათი
შემოსავლების ზრდაა.
ფესტივალის გახსნას მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დიპლომატიური
მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა კომპანიის
წარმომადგენლები და მოსახლეობა დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები