საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. პოსტზე
დავით მახარაძე ფეხბურთელებს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა
ზაზა ჯანაშიამ წარუდგინა. ის კლუბის პირველ ვარჯიშს დღეს დაესწრო.
დავით მახარაძე წინა წლებში ფოთის „კოლხეთსა“ და ლანჩხუთის „გურია“-ს
ხელმძღვანელობდა, ბოლო წლებში კი ფოთში, ახალგაზრდული ფეხბურთის
განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი იყო.
გარდა ამისა, კლუბში ერთი ახალი ფეხბურთელი ბესიკ ჩიმაკაძე ირიცხება.
ის კლუბთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს.
ჩიმაკაძეს სხვადასხვა წელს არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია.
ცნობისთვის, მახარაძის დანიშვნამდე კლუბში მთავარი მწვრთნელის
მოვალეობას მამუკა ჭაჭუა ასრულებდა.
მასალის გამოყენების პირობები