გიორგი მარგველაშვილი სასაზღვრო პოლიციის პილოტებს და ვერტმფრენის
ეკიპაჟს, რომლებმაც ჩხოროწყუს
სოფელ ხაბუმეში, სტიქიის ზონაში ორი ადამიანი გადაარჩინეს,
ღირსების ორდენებით დააჯილდოებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით,
სახელმწიფო ჯილდო ეკიპაჟის წევრებს მაღალი რისკის შემცველი სამაშველო
ოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის გადაეცემათ.
“ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის
წევრების გმირობა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად,
ურთულეს მეტეოპირობებში, წყლის ზედაპირზე სამაშველო ოპერაცია
წარმატებით განახორციელეს.
მათი სიმამაცე, პროფესიონალიზმი საქმისადმი თავდადებული
დამოკიდებულება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უდაოდ
დასაფასებელია და მისაბაძი უნდა გახდეს მომავალი თაობებისათვის”, -
აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ცნობისთვის, ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობისწყალში არსებულ
კუნძულზე მყოფი ორი ადამიანის გადარჩენა ბათუმიდან ჩამოყვანილმა
მაშველებმა ვერტმფრენის საშუალებით მოახერხეს. რაულ პაპავა და მამუკა
გელანტია შეშის მოპოვების მიზნით მდინარე დილით გადალახეს, თუმცა
მთაში ინტენსიური წვიმების გამო ნაპირზე ვერ გადმოვიდნენ და
ხობისწყალში არსებულ კუნძულზე ორი საათის განმავლობაში
იმყოფებოდნენ.
ამავე თემაზე:
ჩხოროწყუს
სამაშველო ოპერაციაში ჩართულ ეკიპაჟს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ
(ვიდეო)
ხობისწყალში არსებულ
კუნძულზე მყოფი ადამიანები გადაარჩინეს (ვიდეო)
მდინარე ხობისწყალის
კუნძულზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენს
ელოდებიან
მასალის გამოყენების პირობები