მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის სოფელ ჟაბეშში დროებითი სამუშაოების
შედეგად ღელე განტვირთულია. გამგებლის მოადგილის
ნელი ნავერიანის თქმით, მასშტაბური ღონისძიებები კი გამოდარების
შემდეგ დაიწყება.
„ თუმცა, საფრთხე არის კიდევ სხვა. მდინარის სათავესთან არის
გახეთქილი ნაპრალები და შესაძლოა, მიწის მასა ჩამოვიდეს. ეს
შეიძლება არ მოხდება დღეს და ხვალ, მაგრამ პრობლემა
დამოკლეს მახვილივით არის სოფლის თავზე. ამ ყველაფერს უნდა გეოლოგიური
ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო დარგის სპეციალისტების მუშაობა“, -
უთხრა
რადიო „ათინათს“ ნავერიანმა.
ფოტო: მესტიის
მუნიციპალიტეტის გამგეობა
მისივე ინფორმაციით, სოფელ იფარში ადიდებულმა მდინარემ გზის
25-მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა, წუხანდელი წვიმის შედეგად კი ეს
პროცესი გაგრძელდა. ნავერიანის შეფასებით, არსებული სიტუაცია მწვავეა,
თუმცა ამ ეპატზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
მესტიაში გუშინ ღამიდან გადაუღებლად წვიმს.
ამავე თემაზე:
დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დატბორილი კარ-მიდამოები
და მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება - სტიქია მესტიაში
მასალის გამოყენების პირობები