დღეს სოხუმში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი
ბიბილოვის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დელეგაციას ფსოუს
საზღვარზე
დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია, საგარეო საქმეთა
მინისტრი დაურ კოვე და სხვა ოპფიციალური პირები დახვდნენ.
აფხაზური მედიის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები, რომელბზეც
„თანამშრომლობასა და ურთიერთობების სამომავლო განვითარებაზე
იმსჯელებენ“.
ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი ხვალ 8 ივლისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები