ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში წვიმამ მოსახლეობის
საცხოვრებელი ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები დატბორა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად სანიაღვრე არხებმა
წყალი არ გაატარა.
მოსახლეობა დახმარებას მთავრობისგან ითხოვს, თუმცა, ადგილზე,
ჯერჯერობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ
მისულან.
მასალის გამოყენების პირობები