ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა
და ღელეების ადიდება გამოიწვია.
პირველ მაისში, ხეთასა და ხამისკურში დატბორილია საცხოვრებელი
სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები და
საავტომობილო გზები.
ხობის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის
საავტომობილო გზაზე მოძრაობა შესაძლებელია. ადგილზე შესაბამისი
სამსახურები მუშაობენ.
„ავტომობილებს ცენტრალურ გზაზე მიმართულებას ვაძლევთ, სავალ გზაზე
მოძრაობა აკრძალული ან შეფერხებული არ არის“, - უთხრა
რადიო „ათინათს“ ხობის მუნიციპალიტეტის
გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი შონიამ.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ხობის გამგებელი და სამეგრელო-ზემო
სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.
მასალის გამოყენების პირობები