ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დასუფთავების აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
13:09 / 08.07.2017
ბოტანიკური ბაღის დასუფთავების აქცია სამეგრელოს SPAR-ის
წარმომადგენლობის ინიციატივით მიმდინარეობს.
იდეა შპს „ევროფუდის“ დამფუძნებლ გიორგი ნარმანიას ეკუთვნის. მისივე
თქმით, ბოტანიკური ბაღი სავალალო მდგომარეობაშია და მისი მოწესრიგება
აუცილებლად უნდა მოხდეს.
„ყველამ კარგად იცის თუ რა მდგომარეობაშია დღეს ბოტანიკური ბაღი,
ამიტომაც წამოვიწყე ეს აქცია. ჩემს პარტნიორებს მივაწოდე აღნიშნულთან
დაკავშირებით ინფორმაცია და რამდენიმე მათგანი შემოუერთდა კიდეც.
ფინასური მხარდაჭერა „ჯი ჯი პოინტმა“, „შპს ნარომ“ და ერთ-ერთმა
ინკოგნიტო ბიზნესმენმა გაგვიწია. აქციას არანაირი პოლიტიკური
დატვირთვა არ აქვს. ვისაც თავისი ქალაქი უყვარს აუცილებლად უნდა იყოს
აქ“, -განაცხადა ნარმანიამ.
მოხალისეეებთან ერთად დასუფთავების აქციაში ასოციაცია
„ათინათიც“ ჩაერთო.
ამათგან ერთ-ერთი მოხალისე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი ბესიკ არახამია
იყო.
„მონაწილეობას ვღებულობ, როგორც რიგითი მოხალისე და დიდი სურვილი
მაქვს, რომ ყველა კარგ საქმეს დავუდგე გვერდში. ეს არის კარგი საქმე,
რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს არის ქალაქის ფილტევბი და
სწორედ ამ ბოტანიკური ბაღით სუნთაქვას ქალაქი“ ,-აღნიშნა
არახამიამ.
ბაღის დასუფთავების ნებართვა ორგანიზატორებს ზუგდიდის მერიამ მისცა,
ხოლო ნარჩენებს დასუფთავების სამსახური გაიტანს.
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები