რეგიონი
„მოხუცი ჯამბაზები“ - რუსთაველის თეატრის ანშლაგი ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში კულტურის ცენტრ „ოდიშში“ რუსთაველის თეატრის სპექტაკლმა „მოხუცი ჯამბაზები“ ანშლაგით ჩაიარა. რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლში მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში ვითარდება, რომლის ბინადრები ყოფილი მსახიობები არიან.
სპექტაკლი ორ მოქმედებიანია და სამი საათის განმავლობაში გრძელდება.




სპექტაკლის რეჟისორის გოჩა კაპანაძის თქმით, ის მაყურებლის ასეთ დახვედრას ელოდა, თუმცა მოულოდნელი ის იყო, რომ სპექტაკლზე ყველა თაობის ადამიანი იყო მოსული.

„ასე თბილად, ინტელექტუალურად და არისტოკრატულად ძალიან ბევრ მაყურებელს არ შევხვედრივართ. მაყურებელსაც და ჩვენ დიდი ხანი გაგვყვება ემოციები. მადლობას გიხდით“, - უთხრა ჟურნალისტებს კაპანაძემ.

მსახიობების შეფასებით კი, ზუგდიდელი მაყურებელი თეატრალია.



„ძალიან ვღელავდით, რთულია, როცა შენიანებთან ხარ, მაგრამ ისეთი სითბო მოდიოდა პარტერიდან, სცენაზე ვგრძნობით. პუბლიკა ყურადღებით უსმენდა და უყურებდა სპექტაკლს. ამაზე დიდი მსახიობისთვის არაფერია. თეატრალები ხართ და ძალიან კარგად გესმით და გიყვართ თეატრი“, - აღნიშნეს მათ.

სპექტაკლის შემდეგ ზუგდიდელმა მაყურებელმა მსახიობები ხანგრძლივი ოვაციებით გააცილა. მათ არტისტებს მადლობა გადაუხადეს.



„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს ბუმბერაზი მსახიობები ჩამოვიდნენ. ვულოცავ ზუგდიდს ამ დღეს“, - აღნიშნა ბესო ხუფაცარიამ.

„რეგიონების მასშტაბით „მოხუცი ჯამბაზები“ პირველად გავიდა. გენიალური იყო დღევანდელი დღე. საოცარი მაყურებელი ჰყავდა სპექტაკლს“, - თქვა არტ-უნივერსალის დამფუძნებელმა ხატია ჯანაშიამ.

რუსთაველის თეატრის გასტროლი ზუგდიდში არტ-უნივერსალის ორგანიზებით მოეწყო.


„მოხუც ჯამბაზებს“ ზუგდიდში პერფორმანსით დახვდნენ (ვიდეო)




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.