გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი
სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას
სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჭკადუაშში, მოქალაქე ბ.მ-ს, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე მოწყობილი
ჰქონდა ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი საამქრო, რომელიც არ იყო მერქნული
რესურსების მართვის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული.
სახერხი დანადგარი დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი.
მასალის გამოყენების პირობები