„როსტურიზმი“ აფხაზეთში მყოფ რუს ტურისტებს რეკომენდაციას აძლევს
„როსტურიზმი“ რუს ტურისტებს პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
მითითებებს აძლევს. უწყების წარმომადგენლები
მათ მოუწოდებენ, აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩოს რეკომენდაციები
დაიცვან. ის რუს ტურისტებს ურჩევს, რომ მოერიდონ ისეთ ადგილებში
ყოფნას, სადაც არ არის ხალხმრავლობა, გარდა ამისა, თავი აარიდონ
ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტს, არ დატოვონ უყურადღებოდ
მცირეწლოვანი ბავშვები და პირადი ნივთები. ამის შესახებ ინფორმაციას
„რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
გარდა ამისა, უწყება ტუროპერატორებს მოუწოდეს, რომ აფხაზეთში არსებული
რისკებისა და მოქცევის წესის შესახებ საკუთარი კლიენტების ინფორმირება
უზრუნველყონ.
ცნობისთვის, აფხაზეთში, სოფელ პრიმორსკოეში მოსკოვიდან ჩამოსულ
ტურისტებს ორი ნიღბიანი, ავტომატით და დანით შეიარაღებული პირი დაესხა
თავს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კაბანოვების და ჩიჟიკოვების
ოჯახის წევრები, მათ შორის სამი ბავშვი, ზღვის სანაპიროზე ისვენებდა.
თავდამსხმელებმა დამსვენებლებს ძვირფასეულობა - ბეჭდები, სამაჯურები
და ფოტოაპარატები წაართვეს. დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ.
ფოტო: "სპუტნიკ აბხაზია"
მასალის გამოყენების პირობები