16 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში უფასო სამედიცინო
კონსულტაცია და კვლევები ჩატარდება. კლინიკა "უნიქალ მედის" და
ფონდი ,,სოხუმის" ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღნიშნული გამოკვლევით
ისარგებლებენ, როგორც დევნილი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.
სამედიცინო კონსულტაციებს დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობას რამდენიმე
მიმართულებით გაუწევენ: რადიოლოგია, ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგია,
ნევროლოგია, თერაპია, უროლოგია, გასტროენტოროლოგია, ქირურგია და
ენდოკრინოლოგია. აღნიშნული სამედიცინო გამოკვლევით ხურჩის, კოკის,
ორსანტიისა და კახათის მოსახლეობა ისარგებლებს.
ფონდი „სოხუმი “და კლინიკა „უნიქალ მედი“ ზაფხულის განმავლობაში
აქციებს ხონის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში
გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები